სამოქალაქო
Tuesday, April 24, 2018
Tuesday, July 5, 2016
სასწავლო პროექტი
პროექტის სახეელწოდება - ,, მათ ჩვენი დახმარება
სჭირდებათ“
პროექტის მთავარი იდეა: დახმარება , თანადგომა, თანამშრომლობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ყველაზე დაუცველ სოციალურ
ჯუფებს ,გამოიკვლევენ მათ საჭიროებებს,შეისწავლიან პრობლემის გადასაწყვეტად თუ როგორ ითანამშრომლონ
ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
პროპექტის მიზნები: მოქ.X.5. მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობასოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეები:· საკუთარი დასახლებაში
გამოყოფს სხვადასხვა სოციალურ უმცირესობებს (მაგ :მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარიბავშვები, იმიგრანტები და ა.შ.)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს ამ ადამიანებისადმი საზოგადოების
ურთიერთობის თავისებურებებზე;
· გამოყოფს საქართველოში, მისი აზრით, ყველაზე დაუცველ
სოციალურ ჯგუფებს
და მსჯელობს საზოგადოების მხრიდან
მათი დახმარების შესაძლებლობებზე;
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
· თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს იმ საზოგადოებრივ
ჯგუფს, რომელსაც,
მისი აზრით, საზოგადოების თანადგომა
სჭირდება; გამოავლენს ამ ჯგუფის
საერთო მიზნებსა და ამოცანებს; თანაკლასელებთან
ერთად გეგმავს ამ
საზოგადოებრივ ჯგუფის (ან კონკრეტული
წარმომადგენლების) დასახმარებელ
ღონისძიებებს და სკოლის თვითმმართველობის
ხელშეწყობით, თანამშრომლობს
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
შერჩეული ჯგუფის
დასახმარებლად;
მოსწავლეები
შეისწავლიან ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს,იმსჯელებენ ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე და მათი დახმარების შესაძლებლობებზე. შეისწავლიან
ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას პრობლემების გადასაწყვეტად. დაგეგმავენ
ღონისძიებებს იმ საზოაგადოებრივი ჯგუფისათვის ან კონკრეტული წარმომადგენლისათვის ,ვისაც
თანადგომა სჭირდება.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი ,პროექტორი,თაბახის ფურცლები ,ფლივჩარტის ფურცელი,მარკერები.
პროექტის მსვლელობა: ვაჩვენებ მოსწავლეებს სლაიდ -შოუს სოციალური
ჯგუფები : მარტოხელა მოხუცები,მიუსაფარი ბავშვები ,ინვალიდები .
ვუსვამ კითხვებს : თქვენს სკოლაში , სამეზობლოში
, თემში ,სოფელში თუ ხვდებითასეთ ადამიანებს ,ხომ
არ დაინტერესებულხართ რა პრობლემები აწუხებთ მათ და რით შეგვიძლია მათი დახმარება
.
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს,
ვარაუდებს. ამის შემდეგ ვყოფ მათ ჯგუფებად.
პირველი ჯგუფი ინტერნეტით მოიძიებს ინფორმაციას,
გაეცნობა კანონს სოციალურად დაუცველ ადამიანებზე.
მეორე ჯგუფს ვაძლევ დავალებას ჩაატარონ კვლევა
სოფელში რამდენი მარტოხელა მოხუცია,რამდენი მიუსაფარი ბაცშვია და რამდენი ინვალიდია.
კვლევისათვის
შეადგინინ კითხვარი და დააზუსტონ იღებენ თუ არა იმ სერვისებსა და დახმარებებს, რაც
მათ კანონით ეკუთვნით.
ერთი კვირის შემდეგ შევკრებ მოსწავლეებს,ისინი
წარმოადგენენ კვლევის შედეგებს.
შედეების
მიხედვით გამოვყოფთ იმ სოციალირ ჯგუფსა თუ ინდივიდს, რომელსაც ჩვენი დახმარება დათანადგომა სჭირდება. დავავალებ
პირველი ჯგუფის მოსწავლეებს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააცნობენ და მათ დასახმარებლად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ვთხოვ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები,
თუ როგორ შეგვიძლია დახმარება გაუწიოთ მათ,
ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება.
განვიხილავთ მოსაზრებებსა და წინადადებებს და ვირჩევთ მომავალ საპროექტო თემას.
პროექტის ხელმძღვანელი:ნუნუ სალუქვაძე
Monday, July 4, 2016
შეფასების სქემა
გაკვეთილის შეფასების
სქემა.
კრიტერიუმები
|
1-3 ქ
|
4-5 ქ
|
6-7ქ
|
8-10 ქ
|
მსჯელობს ალკოჰოლის მოხმარების საზიანო შედეგებზე.
|
ცდილობს გაიაზროს ალკოჰოლის მოხმარების საზიანო შედეგები, მაგრამ ვერ
ახერხებს
|
მსჯელობს ალკოჰოლის მოხმარების საზიანო შედეგებზე ,მაგრამ უშვებს უხეშ
შეცდომებს.
|
მსჯელობს ალკოჰოლის მოხმარების საზიანო შედეგებზე,მაგრამ ვერ იყენებს
არუმენტებს.
|
მსჯელობს ალკოჰოლის მოხმარების საზიანო შედეგებზე.ასაბუთებს და მოჰყავს
არგუმენტები.
|
აცნობიერებს და იცავს არაჯანსაღი ცხოვრების პრევენციულ
ღონისძიებებს
|
ცდილობს გააცნობიეროს და დაიცვას
არაჯანსაღი ცხოვრების პრევენციული ღონისძიებებები ,მაგრამ არ გამოსდის.
|
კარგად ვერ აცნობიერებს არაჯანსაღი
ცხოვრების პრევენციულ ღონისძიებებს .
|
კარგად აცნობიერებს არაჯანსაღი ცხოვრების პრევენციულ ღონისძიებებს .
მაგრამ ვერ იცავს.
|
კარგად აცნობიერებს და იცავს არაჯანსაღი ცხოვრების პრევენციულ
ღონისძიებებს.
|
მოიძიებს ინფორმაციას და წერს თხზულებას
|
ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია ,მაგრამ ნაკლებად გამოსდის ,უჭირს თხზულების
წერა.
|
მოიძიებს ინფორმაციას ,მაგრამ
ნაკლებად გამოსდის მისი ორგანიზება და თხზულების წერა.
|
სრულყოფილად ვერ მოიძიებს ინფორმაციას , უჭირს თხზულების წერა.
|
სრულყოფილად მოიძიებს ინფორმაციას და კარგად წერს თხზულებას.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ალკოჰოლი
|
სასწავლო საფეხური
|
საბაზო.მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
14 მოსწავლე ინკლუზიური სწავლების საჭიროების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
1. მოსწავლეებმა გაცნობიერონ ის საშიშროება ,რაც მოსდევს
მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენებას,რომ ალკოჰოლის სისტემატიური მიღება
იწვევს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელიბისთვის.
2 . ეცნობიან ეფექტურ
პრევენციულ ღონისძიებებს
|
გაკვეთლის მიზნები და შედეგები
ე.ს.გ-ს
მიხედვით
|
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განმარტავს, თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება,
მსჯელობს შესაბამის რისკებზე და ასაბუთებს ალკოჰოლის მავნე გავლენას ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობაზე
იცავს ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს
თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტულ თამაშებში მონაწილების გამორიცხვით/შეზღუდვით
წერს თხზულებას სოციალური დაავადებების (მაგ.: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე ადამიანებისადმი
საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც ასაბუთებს
საკუთარ პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის სამართლიანობის შესახებ.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან განვლილი სააკვეთილო მასალიდან სხვა მავნე ჩვევებისა და მათი უარყიფითი შედეგების
შესახებ,რაც აისახება ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ასოციაციური რუკა,სქემა ვ.გ.მ.ვ. არგუმენტირებული
მსჯელობა,რისკების გაცნობიერება,ელემენტარული პრევენციული ღონისძიებების დასახვა.
ჯანსაღი წესებით ცხოვრების აუცილებლობის გააზრება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკა
|
დაფა, ცარცი,ასოციასიური რუკა ,ინტერნეტ
რესურსი(მოძიებული მასალა,ფოტოები) ვ.გ.მ.ვ. სქემა ,,პრეზენტაცია სლაიდებით.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
კლასის ორგანიზება (მისალმება ,სიის ამოკითხვა,პროექტორის გამართვა)-2წთ.
მოსწავლეებს
ვუსვამ კითხვებს: რა არის ჯანმრთელობა?
რამ შეიძლება უარყოფითი გავლენა
იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და მსჯელობენ–5 წთ . მოსწავლეებს ვურიგებ ასოციაციურ რუკას ,,ალკოჰოლი“-და ვსთხოვ ინდივიდუალურად შეავსონ.-5წთ.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (დანომრილ ფურცლებს მოსწავლეები იღებენ
ყულაბიდან) კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვაძლევ დავალებებს: 1.ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები -რატომ სვამენ შენი
ტოლები? 2. რა საფრთხე შეიძლება დაგემუქროთ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში?-8წთ.
ინდივიდუალურად მოსწავლეებს ვავსებინებ სქემას: რა ვიცოდი, რა
გავიგე,რისი გაგება მსურს.-10 წთ.
გონებრივი იერიში:-4 წთ.
ვსვამ კითხვებს:1.რა სარისკო შედეგი შეიძლება
გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ? 2.რა გავლენას ახდენს ალკოჰოლის
სისტემატური მოხმარება გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე? 3.შეიძლება თუ არა
პრობლემის თავიდან აცილება თრობით?
ვაძლევ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია და დაწერონ თემა
„ალკოჰოლიკის ერთი დღე“.2წთ
|
Monday, October 19, 2015
.სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ნუნუ სალუქვაძე
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
ჭრებალოს საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,, შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა „
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას თამბაქოს ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებაზე. ჩაატარებენ
გამოკითხვას სკოლაში, დაამზადებენ ბუკლეტებს,მოაწყობენ პრეზენტაციას.
|
||
საგანი
|
||
საზოგადოებრივი
მეცნიერებები . სამოქალაქო განათლება .
|
||
დონე/კლასი
|
||
მე-9 ,მე-10 კლასის მოსწავლეები
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
ერთი თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის
გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს და ასაბუთებს მათ
მავნე
გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე;
· განმარტავს, თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება, მსჯელობს
შესაბამის
რისკებზე და ასაბუთებს ალკოჰოლის მავნე გავლენას
ადამიანის/საზოგადოების
კეთილდღეობაზე;
· განმარტავს, თუ რას ნიშნავს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები,
მსჯელობს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან
დაკავშირებულ საერთო და სპეციფიკურ რისკებზე;
· იცავს ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს თამბაქოს,
სოციალური დაავადებების (მაგ.: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია,
შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე
ადამიანებისადმი საზოგადოების დანარჩენ
წევრთა დამოკიდებულებ
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტულ
თამაშებში
მონაწილების გამორიცხვით/შეზღუდვით;
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლემ გააცნობიეროს აღწეროს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ
რისკები და დააასაბუთოს მათი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე;
განმარტოს, თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება და დასაბუთოს ალკოჰოლის მავნე გავლენა
ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობაზე;
განმარტოს, თუ რას ნიშნავს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები,
იმსჯელოს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან
დაკავშირებულ საერთო და
სპეციფიკურ რისკებზე;
დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების
ელემენტარული პრევენციული წესები
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რა
არის საჭირო იმისათვის რომ ადამიანმა
ხანგრძლივად იცოცხლოს ?
|
|
თემატური კითხვები
|
რამ შეძლება ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
იცით თუ არა, რა მავნე
გავლენას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე?
ნარკოტიკი წამალი თუ
საწამლავი?
რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი
ადამიანს ?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
შეფასებისას გამოვიყენებ“ვიცი,მინდა ვიცოაღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც
კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას იყენებთ
საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის,
უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების,
სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული
შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი
სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და
რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების
აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს,
რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში
განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად
ხორციელდება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა
იციან თამბაქოს ,ნარკოტიკისა და
ალკოჰოლის წარმოშობისა და გავრცელების ისტორია,აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარი
,შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება,კვლევის ჩატარება,ბუკლეტების დამზადება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი დღე: ვხვდები მოსწავლეებს,ვაცნობ საპროექტო წინადადებასდა მათთან ერთად
ვადგენ სამოქმედო გეგმას . მეორე
დღე გაკვეთილზე , გონებრივი იერიშით ,გამოვკითხავ
მოსწავლეებს თამბაქოს ,ალკოჰოლისა და ნარკოტიკის და თამბაქოს წარმოშობის
ისტორიას. ვთხოვ დაასრულონ ა.ბეკოს ცნობილი ფრაზას : თავისუფლებასა და
ჯანმრთელობას ერთი საერთო თვისება აქვს , მაშინ აფასებ როცა .......... ., ვთხოვ გაიხსენონ გეოგრაფიაში ნასწავლი
,სიცოცხლის ხანგრძლიობით რომელი ქვეყნები გამოირჩევიან .ვუსვამ კითზვას ,რა
ფაქტორები ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლიობაზე,ვუსვამ კითხვას ,რამ
შეიძლება ავნოს ადამიანის ჯამრთელობას, ვესაუბრები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა
ადამიანისათვის .ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას :მოიძიონ
ინფორმაცია,ერთმა ჯგუფმა თამბაქოს ,მეორემ ნარკოტიკის ,მესამემ ალკოჰოლის
მავნებლობაზე , ხოლო მეოთხე ჯგუფმა ჩაატაროს სკოლაში გამოკითხვა საბაზო და
საშუალო საფეხურზე თუ რა იციან ბავშვებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
მესამე დღე:მოსწავლეები იკრიბებიან და ადგენენ კითხვებს გამოკითვის
ჩასატარებლად
მეოთხე დღე : .მოსწავლეები ატარებენ სკოლაში გამოკითხვას და გამოკითხვის პროცესს
გააიღებენ ვიდეოკამერით
მეხუთე დღე:კლასში ვიხილავთ გამოკითხვის შედეგებს.ვაძლევ მითითებებსა და დავალებას საინფორმაციო ბუკლეტები ს
შექმნაზე.
მეექვსე დღე :მოსწავლეები მუშაობენ ბროშურის შექმნაზე,ინტერნეტით მოიძიებენ
სტატიებს.ვეცნობი ჯგუფების მუშაობას.
მეშვიდე დღე : მოსწავლეები ამზადებენ
პროექტის პრეზენტაციას
მერვე დღე : პრეზენტაცია
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
განვუსაზღვწავ კონკრეტულ დავალებას ჯგუფური მუშაობის შესრულებისას
,გავითვალისწინებ თანატოლთა დახმარების აუცილებლობას.საჭიროების მიხედვით
შევუცვლი აქტივობებს ინტერესებისა და
შესაძლებლობების
გათვალისწინებით
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის
სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
უფლებას მივსცემ
გამოიყენონ მშობლიურ ენაზე არსებული წყაროები,ლექსიკონები.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
ჩავატარებინებ
სიღრმისეულ კვლევას,მივცემ უფლებას საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენოს
მაქსიმალურად.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
ვებმისამართები
(URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის
მიზნების მიღწევას.
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები,
მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი
თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Subscribe to:
Posts (Atom)