გაკვეთილის თემა
|
ალკოჰოლი
|
სასწავლო საფეხური
|
საბაზო.მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
14 მოსწავლე ინკლუზიური სწავლების საჭიროების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
1. მოსწავლეებმა გაცნობიერონ ის საშიშროება ,რაც მოსდევს
მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენებას,რომ ალკოჰოლის სისტემატიური მიღება
იწვევს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელიბისთვის.
2 . ეცნობიან ეფექტურ
პრევენციულ ღონისძიებებს
|
გაკვეთლის მიზნები და შედეგები
ე.ს.გ-ს
მიხედვით
|
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განმარტავს, თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება,
მსჯელობს შესაბამის რისკებზე და ასაბუთებს ალკოჰოლის მავნე გავლენას ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობაზე
იცავს ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ პრევენციულ წესებს
თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტულ თამაშებში მონაწილების გამორიცხვით/შეზღუდვით
წერს თხზულებას სოციალური დაავადებების (მაგ.: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე ადამიანებისადმი
საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც ასაბუთებს
საკუთარ პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის სამართლიანობის შესახებ.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან განვლილი სააკვეთილო მასალიდან სხვა მავნე ჩვევებისა და მათი უარყიფითი შედეგების
შესახებ,რაც აისახება ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ასოციაციური რუკა,სქემა ვ.გ.მ.ვ. არგუმენტირებული
მსჯელობა,რისკების გაცნობიერება,ელემენტარული პრევენციული ღონისძიებების დასახვა.
ჯანსაღი წესებით ცხოვრების აუცილებლობის გააზრება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკა
|
დაფა, ცარცი,ასოციასიური რუკა ,ინტერნეტ
რესურსი(მოძიებული მასალა,ფოტოები) ვ.გ.მ.ვ. სქემა ,,პრეზენტაცია სლაიდებით.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
კლასის ორგანიზება (მისალმება ,სიის ამოკითხვა,პროექტორის გამართვა)-2წთ.
მოსწავლეებს
ვუსვამ კითხვებს: რა არის ჯანმრთელობა?
რამ შეიძლება უარყოფითი გავლენა
იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და მსჯელობენ–5 წთ . მოსწავლეებს ვურიგებ ასოციაციურ რუკას ,,ალკოჰოლი“-და ვსთხოვ ინდივიდუალურად შეავსონ.-5წთ.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (დანომრილ ფურცლებს მოსწავლეები იღებენ
ყულაბიდან) კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვაძლევ დავალებებს: 1.ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები -რატომ სვამენ შენი
ტოლები? 2. რა საფრთხე შეიძლება დაგემუქროთ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში?-8წთ.
ინდივიდუალურად მოსწავლეებს ვავსებინებ სქემას: რა ვიცოდი, რა
გავიგე,რისი გაგება მსურს.-10 წთ.
გონებრივი იერიში:-4 წთ.
ვსვამ კითხვებს:1.რა სარისკო შედეგი შეიძლება
გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ? 2.რა გავლენას ახდენს ალკოჰოლის
სისტემატური მოხმარება გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე? 3.შეიძლება თუ არა
პრობლემის თავიდან აცილება თრობით?
ვაძლევ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია და დაწერონ თემა
„ალკოჰოლიკის ერთი დღე“.2წთ
|
Monday, July 4, 2016
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment