პროექტის სახეელწოდება - ,, მათ ჩვენი დახმარება
სჭირდებათ“
პროექტის მთავარი იდეა: დახმარება , თანადგომა, თანამშრომლობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ყველაზე დაუცველ სოციალურ
ჯუფებს ,გამოიკვლევენ მათ საჭიროებებს,შეისწავლიან პრობლემის გადასაწყვეტად თუ როგორ ითანამშრომლონ
ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
პროპექტის მიზნები: მოქ.X.5. მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობასოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეები:· საკუთარი დასახლებაში
გამოყოფს სხვადასხვა სოციალურ უმცირესობებს (მაგ :მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარიბავშვები, იმიგრანტები და ა.შ.)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს ამ ადამიანებისადმი საზოგადოების
ურთიერთობის თავისებურებებზე;
· გამოყოფს საქართველოში, მისი აზრით, ყველაზე დაუცველ
სოციალურ ჯგუფებს
და მსჯელობს საზოგადოების მხრიდან
მათი დახმარების შესაძლებლობებზე;
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
· თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს იმ საზოგადოებრივ
ჯგუფს, რომელსაც,
მისი აზრით, საზოგადოების თანადგომა
სჭირდება; გამოავლენს ამ ჯგუფის
საერთო მიზნებსა და ამოცანებს; თანაკლასელებთან
ერთად გეგმავს ამ
საზოგადოებრივ ჯგუფის (ან კონკრეტული
წარმომადგენლების) დასახმარებელ
ღონისძიებებს და სკოლის თვითმმართველობის
ხელშეწყობით, თანამშრომლობს
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
შერჩეული ჯგუფის
დასახმარებლად;
მოსწავლეები
შეისწავლიან ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს,იმსჯელებენ ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე და მათი დახმარების შესაძლებლობებზე. შეისწავლიან
ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას პრობლემების გადასაწყვეტად. დაგეგმავენ
ღონისძიებებს იმ საზოაგადოებრივი ჯგუფისათვის ან კონკრეტული წარმომადგენლისათვის ,ვისაც
თანადგომა სჭირდება.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი ,პროექტორი,თაბახის ფურცლები ,ფლივჩარტის ფურცელი,მარკერები.
პროექტის მსვლელობა: ვაჩვენებ მოსწავლეებს სლაიდ -შოუს სოციალური
ჯგუფები : მარტოხელა მოხუცები,მიუსაფარი ბავშვები ,ინვალიდები .
ვუსვამ კითხვებს : თქვენს სკოლაში , სამეზობლოში
, თემში ,სოფელში თუ ხვდებითასეთ ადამიანებს ,ხომ
არ დაინტერესებულხართ რა პრობლემები აწუხებთ მათ და რით შეგვიძლია მათი დახმარება
.
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს,
ვარაუდებს. ამის შემდეგ ვყოფ მათ ჯგუფებად.
პირველი ჯგუფი ინტერნეტით მოიძიებს ინფორმაციას,
გაეცნობა კანონს სოციალურად დაუცველ ადამიანებზე.
მეორე ჯგუფს ვაძლევ დავალებას ჩაატარონ კვლევა
სოფელში რამდენი მარტოხელა მოხუცია,რამდენი მიუსაფარი ბაცშვია და რამდენი ინვალიდია.
კვლევისათვის
შეადგინინ კითხვარი და დააზუსტონ იღებენ თუ არა იმ სერვისებსა და დახმარებებს, რაც
მათ კანონით ეკუთვნით.
ერთი კვირის შემდეგ შევკრებ მოსწავლეებს,ისინი
წარმოადგენენ კვლევის შედეგებს.
შედეების
მიხედვით გამოვყოფთ იმ სოციალირ ჯგუფსა თუ ინდივიდს, რომელსაც ჩვენი დახმარება დათანადგომა სჭირდება. დავავალებ
პირველი ჯგუფის მოსწავლეებს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააცნობენ და მათ დასახმარებლად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ვთხოვ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები,
თუ როგორ შეგვიძლია დახმარება გაუწიოთ მათ,
ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება.
განვიხილავთ მოსაზრებებსა და წინადადებებს და ვირჩევთ მომავალ საპროექტო თემას.
პროექტის ხელმძღვანელი:ნუნუ სალუქვაძე